Sunday, November 30, 2014

დღე4

დღეს ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო დღე იყო . დეტალურად ვიმსჯელეთ შეფასების მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე . ძალიან ბევრი რამ ჩემთვის ახლა ნათელი გახდა. გავწერე და გავაკეთე შეფასების დროში გაწერილი გეგმა.
მოსწავლეების კოგნიტური აზროვნების განვითარებას ხელს შეუწყობს პროექტებით სწავლება. პროექტები ამრავალფეროვნებს სასწავლო პროცესს , ის სცდება სკოლის ფარგლებს და  მოტივაციას უმაღლებს, ეხმარება 21-ე საუკუნის უნარების მქონე ადამიანის ჩამოყალიბებას. უკვე ავირჩიე პროექტის თემა. გავწერე შინაარსი, ჩამოვაყალიბე მიზნები და შედეგები, კრიტერიუმები, შესაბამისობაში მოვიყვანე 21-ე საუკუნის უნარებთან. ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. გამიჩნდა უფრო მეტი ინტერესი და ჩემეცვალა მოსაზრება პროექტებისადმი პოზიტივით.