ეკა შველიძე
Tuesday, December 9, 2014
ჩემი პორთფოლიო
დავამთავრე ტრენინგის კურსი. ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ოყო. პროექტების აქტუალობა და მისი დადებით მხარე სასწავლო პროცესში ჩემთვის უფრო სარწმუნო გახდა. ბევრი რამ გავიგე რაც აქამდე ჩემში კითხვას მიჩენდა. სასარგებლო ინოვაციაა. განსაკუთრებით მომეწონა მიდგომების მრავალფეროვნება და შეფასების მრავალი საშუალება.
Thursday, December 4, 2014
Sunday, November 30, 2014
დღე4
დღეს ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო დღე იყო . დეტალურად ვიმსჯელეთ შეფასების მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე . ძალიან ბევრი რამ ჩემთვის ახლა ნათელი გახდა. გავწერე და გავაკეთე შეფასების დროში გაწერილი გეგმა.
მოსწავლეების კოგნიტური აზროვნების განვითარებას ხელს შეუწყობს პროექტებით სწავლება. პროექტები ამრავალფეროვნებს სასწავლო პროცესს , ის სცდება სკოლის ფარგლებს და მოტივაციას უმაღლებს, ეხმარება 21-ე საუკუნის უნარების მქონე ადამიანის ჩამოყალიბებას. უკვე ავირჩიე პროექტის თემა. გავწერე შინაარსი, ჩამოვაყალიბე მიზნები და შედეგები, კრიტერიუმები, შესაბამისობაში მოვიყვანე 21-ე საუკუნის უნარებთან. ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. გამიჩნდა უფრო მეტი ინტერესი და ჩემეცვალა მოსაზრება პროექტებისადმი პოზიტივით.
Subscribe to:
Posts (Atom)